[ New messages · Members · Forum rules · Search · RSS ]
  • Страница 1 из 1
  • 1
Модератор форума: Murmann  
BIO
MurmannДата: Среда, 2008-07-09, 3:26 PM | Сообщение # 1
Admin
Группа: Administrators
Сообщений: 349
Репутация: 0
Статус: Offline
BIO


მადონა ლუიზა ჩიკონე დაიბადა ბეი სითიში, მიჩიგანი, აშშ. იგი მესამე ბავშვი იყო კრაისლერის ინჟინრის, იტალო-ამერიკელი სილვიო "ტონი" ჩიკონეს და კვებეკელი მადონა ლუიზა ფორტინის რვაშვილიან ოჯახში (მისი დედმამისშვილებია: მარტინი, ენტონი, ქრისტოფერი, პაულა, მელანი, მარიო და ჯენიფერი).

ის დეტროიტის პერიფერიებში — პონტიაკსა და ეივონ თაუნშიფში (ამჟამად როჩესტერ ჰილზი), კათოლიკურ ოჯახში აღიზარდა. მადონას დედა 1963 წლის 1 დეკემბერს, 30 წლის ასაკში მკერდის კიბოთი გარდაიცვალა. მოგვიანებით, მამამისმა ცოლად ოჯახის მოახლე — ჯოან გუსტაფსონი შეირთო და ერთად მათ კიდევ ორი შვილი შეეძინათ.

მადონამ მკაცრი მამის დაყოლიება მოახერხა და მან ბალეტის გაკვეთილებზე სიარულის ნებართვა მიიღო. მის ბალეტის მასწავლებელს — ქრისტოფერ ფლინს მადონა გეი-დისკოთეკებზე გამოყავდა. პარალელურად, იგი როჩესტერის ადამსის სახელობის სკოლაში სწავლობდა, სადაც იგი სანიმუშო ფრიადოსანი და მხარდამჭერი რაზმის წევრი იყო.

პირველივე კურსიდან მადონამ მიჩიგანის უნივერსიტეტი მიატოვა და 1978 წელს ნიუ იორკში მოცეკვავის კარიერის გასაგრძელებლად გაემგზავრა. მოგვიანებით, მადონამ ამ ფაქტს ასეთი კომენტარი გაუკეთა:
“ როცა ნიუ-იორკში აღმოვჩნდი, პირველად ვიმგზავრე თვითმფრინავით, პირველად გავაჩერე ტაქსი, ყველაფერი პირველად ხდებოდა. და აქ ჩამოსულს, ჯიბეში მხოლოდ 35 დოლარი მქონდა. ეს ჩემი ყველაზე გაბედული საქციელი იყო.

მას ცოტა ფული ქონდა და ამიტომაც, გარკვეული დროის მანძილზე სიღატაკეში ცხოვრობდა; მუშაობდა დაბალანაზღაურებად სამუშაოებზე, მათ შორის დანკინს დონათშიც. ასევე პოზირებდა შიშველი, სწავლობდა მართა გრეჰემთან და პერლ ლანგთან. მოგვიანებით კი მოდერნ ბალეტის მოცეკვავეების რამდენიმე დასთან ერთად გამოდიოდა. მათ შორის იყვნენ ელვინ ეილი და უოლტერ ნიკს დენსერსი.

ფრანგი დისკო არტისტის, პატრიკ ჰერნანდესის 1979 წლის მსოფლიო ტურნეში მოცეკვავეს სტატუსით მონაწილეობისას, მადონამ გაიცნო მუსიკოსი დენ გილროი, რომელთან ერთადაც მოგვიანებით თავისი პირველი როკ ჯგუფი "ბრეკფასტ კლაბი" ჩამოაყალიბა. ამ ჯგუფში მადონა მღეროდა და გიტარასა და დასარტყამ ინსტრუმენტებზე უკრავდა. მოგვიანებით კი თავის ყოფილ ბოიფრენდთან, დრამერ სთივენ ბრეისთან ერთად, 1980 წელს ჯგუფი "ემმი" დააარსა. ბრეისთან ერთად, ის საცეკვაო მუსიკას ქმნიდა, რომლითაც ნიუ იორკის დისკოთეკები დაინტერესდნენ. დიჯეი და მუსიკალური პროდიუსერი მარკ კამინსი მოხიბლული დარჩა მისი დემო ჩანაწერებით და მადონა ხმისჩამწერი კომპიანია "საია რეკორდს"-ის დამფუძნებელს, სეიმურ სტაინს წარუდგინა.

 
MurmannДата: Среда, 2008-07-09, 3:26 PM | Сообщение # 2
Admin
Группа: Administrators
Сообщений: 349
Репутация: 0
Статус: Offline

1982 წელს მადონამ შეერთებულ შტატებში, ხმისჩამწერ კომპანია ”საია რეკორდსთან” (ახალი ტალღის ლეიბლი, რომელიც "უორნერ ბრაზერს რეკორდსს" ეკუთვნოდა) სინგლების გამოშვებაზე კონტრაქტი გააფორმა. კომპანიამ მას თითო სიმღერისთვის 5 000 აშშ დოლარი გადაუხადა. მადონას პირველმა სინგლმა ”Everybody” (1982 წლის 24 აპრილი), რომელიც მომღერალმა თვითონვე დაწერა და რომლის პროდიუსერიც მარკ კამინსი იყო, ”ბილბორდის” საუკეთესო საცეკვაო და საკლუბო მუსიკის ჰიტ-აღლუმების ლიდერად იქცა, თუმცა იმავე ”ბილბორდის” საუკეთესო ასეულში ვერ მოხვდა.ამ სიმღერას ასევე აშშ-ს რიტმ-ენდ-ბლუზ რადიოსადგურები გადასცემდნენ, რის გამოც ბევრს ეგონა, რომ მადონა შავკანიანი მუსიკოსი იყო. 1983 წელს გამოსულმა ორმხრივმა 12-ინჩიანმა ვინილის სინგლმა, რომელშიც შესული იყო ”Burning Up” და “Physical Attraction”, აშშ-ს საცეკვაო მუსიკის ჰიტ-აღლუმების სათავეები დაიპყრო. ამ შედეგებმა ”საია რეკორდსის” ხელმძღვანელობა დაარწმუნა იმაში, რომ ალბომის გამოშვება უნდა დაეფინანსებინათ.
მუსიკალური ნაწყვეტები:

*
"Borderline" (1983 წ.)
Play sound
საშუალო ტემპის სიმღერა; მადონას პირველი ჰიტი, რომელიც ბილბორდის საუკეთესო 100-ეულის პირველ ათეულში შევიდა.
"Like a Virgin" (1984 წ.)
Play sound
ეს სიმღერა მადონას პირველი #1 ჰიტი გახდა აშშ-ში და თავისი სექსუალური ხასიათის გამო, კრიტიკა დაიმსახურა.
"Material Girl" (1984 წ.)
Play sound
საუკეთესო ათეულში შესული მეორე სინგლი მადონას ალბომიდან "Like a Virgin". სიმღერის სათაურის წყალობით, მადონას მოგვიანებით საერთაშორისო პრესაში ზედმეტსახელით — "მატერიალური გოგონა" მოიხსენიებენ.
* ვერ ხსნით ფაილს? იხ. მედია მაშველი.

თავდაპირველად მისი სადებიუტო ალბომის, ”Madonna”-ს (სადაც შესული იყო საცეკვაო სიმღერები) პროდიუსერი იყო რეგი ლუკასი, მაგრამ მოგვიანებით ორივე მიხვდა, რომ ისინი მუშაობისას ერთმანეთს ვერ ეწყობოდნენ. როდესაც ალბომის საწყის მასალაზე მუშაობა დასრულდა, მადონამ თავისი ჩანაწერები იმხანად თავის ბოიფრენდს, ჯონ ”ჯელიბინ” ბენიტესს მოასმენინა, რომელმაც ალბომი გამიქსა და ახალი არანჟირება გაუკეთა მას. ჩანაწერი აშშ-ს ალბომების ჰიტ-აღლუმებში მე-8 ადგილზე გავიდა და აქედან სამი სინგლი — ”Holiday”, “Borderline” და “Lucky Star” საუკეთესო სინგლების 100-ეულში მოხვდა. ალბომი ”Madonna” გამოსვლისთანავე მსოფლიო მასშტაბით 3-მილიონიანი ტირაჟით გავრცელდა. აქედან 1 მილიონი ალბომი აშშ-ში გაიყიდა. დღეს ეს ალბომი მსოფლიოში 8-მილიონიანი ტირაჟითაა გაყიდული.
მადონა წარმატების გზაზე იდგა, ხოლო თინეიჯერი გოგონები მისი ჩაცმის სტილის გავლენის ქვეშ მოექცნენ, რასაც ისინი მომღერლის ფოტოებზე, ცოცხალ გამოსვლებზე და მუსიკალურ ვიდეოებში ხედავდნენ. მაქმანის ტოპი, ბრიჯების ზემოდან ქვედაბოლო, ბადისებური წინდები, ქრისტიანული ჯვრის გამოსახულებიანი სამკაულები და თეთრად შეღებილი თმა — ეს განსხვავებული სტილი 1980-იან წლებში ქალების მოდის განმსაზღვრელი გახდა.

 
MurmannДата: Среда, 2008-07-09, 3:27 PM | Сообщение # 3
Admin
Группа: Administrators
Сообщений: 349
Репутация: 0
Статус: Offline

1986-1991 წწ. — შემოქმედებითი განვითარება

წინამორბედებთან შედარებით, მადონას 1986 წლის ალბომი "True Blue", მუსიკალური და თემატური თვალსაზრისით, გაცილებით დახვეწილი იყო, რაზეც ჟურნალმა "როლინგ სტოუნმა" დაწერა: "მადონას ასე არასდროს უმღერია, რითაც თავის, როგორც საშუალო ფენის ამერიკელი პოპ-პოეტის, სტატუსს იმყარებს". ალბომში შევიდა სულშიჩამწვდომი ბალადა "Live to Tell", რომელიც მან ფილმისთვის "ახლო მანძილიდან" შექმნა, სადაც იმ დროს მისი მეუღლე შონ პენი მონაწილეობდა. ამასთანავე, ეს იყო პირველი ალბომი, რომელშიც მადონა პროდიუსერის ამპლუაშიც მოგვევლინა. ის კომპოზიტორ პატრიკ ლეონარდთან თანამშრომლობდა, რომელიც შემდგომში მისი ხანგრძლივი საქმიანი პარტნიორი და მეგობარი გახდა. ალბომმა "True Blue" მსოფლიოს ჰიტ-აღლუმებში პირველი პოზიციები დაიპყრო და გამოსვლისთანავე 11-მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა. ალბომიდან 5 წარმატებული სინგლი გამოუშვეს: "Live to Tell", "Papa Don't Preach", "Open Your Heart", "True Blue" და "La Isla Bonita". თითოეული მათგანი აშშ-ს საუკეთესო ხუთეულში მოხვდა, აქედან პირველი სამი ჰიტ-აღლუმების ლიდერი გახდა.

ალბომის სიმღერებისთვის გადაღებულ მუსიკალურ ვიდეოებში გამოვლინდა, რომ მადონა კვლავ ცდილობდა, ვიდეოს შესაძლებლობები კინემატოგრაფის ხელოვნებისთვის დაეახლოვებინა, რაც არტ დირექტორის დახვეწილ კინემატოგრაფიულ ნამუშევარს და კინოს ისეთ ელემენტებს გულისხმობდა, როგორებიცაა პერსონაჟი და სიუჟეტი. მართალია, მადონას იქამდეც ჰქონდა გადაღებული სექსუალური თვალსაზრისით გულახდილი ვიდეოები, მაგრამ ამჯერად თავის ნამუშევრებს რელიგიური იკონოგრაფია, გენდერული არქეტიპები და სოციალური პრობლემები დაუმატა. ეს კონცეპტები მის ნამუშევრებს მომავალშიც ლაიტმოტივად გაჰყვება. ერთ-ერთ თვალსაჩინო მაგალითად შეიძლება დავასახელოთ ვიდეო სიმღერისთვის "Open Your Heart", სადაც მან პირველად ითანამშრომლა ფრანგ ფოტოგრაფ ჟან-ბატისტ მონდინოსთან.

1987 წელს მადონამ მთავარი როლი შეასრულა კომერციული თვალსაზრისით წარუმატებელ ფილმში "ვინ არის ეს გოგონა", რომლის საუნდთრექშიც მისი ოთხი სიმღერა შევიდა. მათ შორის იყო ფილმის სახელწოდების მქონე კომპოზიცია, რომელიც ჰიტად იქცა და აშშ-ს ჰიტ-აღლუმებში მადონას რიგით მეექვსე ნომერ 1-ლი ჰიტი გახდა. ალბომის მეორე სინგლი "Causing a Commotion" ასევე საუკეთესო ხუთეულში შევიდა

 
MurmannДата: Среда, 2008-07-09, 3:27 PM | Сообщение # 4
Admin
Группа: Administrators
Сообщений: 349
Репутация: 0
Статус: Offline
1987 წელსვე მადონამ წარმატებული მსოფლიო ტურნე — "Who's That Girl Tour" დაიწყო, რომელიც იმ დროისთვის მუსიკის ისტორიაში ყველაზე შემოსავლიან ტურნედ იქცა. ამ პერიოდშივე გაიცნო ბექვოკალისტები და მოცეკვავეები — დონა დელორი და ნიკი ჰარისი, რომლებთანაც ხანგრძლივი თანამშრომლობა აკავშირებს. მისი შოუები უფრო და უფრო დახვეწილ თეატრალიზებულ წარმოდგენებს დაემსგავსა. ამავე ხანებში მოუვიდა პირველი უსიამოვნება ოფიციალურ ვატიკანთან, როდესაც პაპმა მომღერლის თაყვანისმცემლებს იტალიაში გამართულ კონცერტებზე წასვლისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

მოგვიანებით, იმავე წელს, მადონამ თავისი საუკეთესო ჰიტების რემიქსების ალბომი "You Can Dance" გამოუშვა, რომელშიც ერთი ახალი სიმღერა — "Spotlight" შევიდა. აშშ-ში ალბომი მილიონიანი, ხოლო დანარჩენ მსოფლიოში — 5-მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა.

მადონას 1989 წლის, რიგით მეოთხე ალბომის, "Like a Prayer"-ის სიმღერები უფრო პირადული ხასიათის ტექსტებით და დახვეწილი ვოკალური სტილით გამოირჩეოდა. ალბომმა, რომლის თანაპროდიუსერები და სიმღერების თანაავტორები პატრიკ ლეონარდი და სთივენ ბრეი იყვნენ, მადონას სერიოზული პოპ მომღერლის სტატუსი მოუპოვა. ალბომში შევიდა მადონას და პრინსის დუეტი. ამას გარდა, პრინსი ორ სიმღერაში საგიტარო პარტიასაც ასრულებდა. ამ ალბომს მადონას კარიერაში კრიტიკოსთა ყველაზე მნიშვნელოვანი, დადებითი რეცენზიები მოჰყვა, რამაც უფრო სერიოზული მსმენელის დაინტერესებაც გამოიწვია. ინტერნეტ საიტმა "All Music Guide"-მა ალბომი "მის საუკეთესო და ყველაზე შინაარსიან" ჩანაწერად დაასახელა,ხოლო ჟურნალმა "როლინგ სტოუნმა" ალბომს "ხელოვნების ნიმუშთან ყველაზე ახლოს მდგომი პოპ მუსიკა" უწოდა. "Like a Prayer"-ში ხუთი ჰიტ სინგლი შევიდა — მთავარი თრექი, "Express Yourself", "Cherish", "Oh Father" და "Keep It Together". თვით "Like a Prayer" კი საუკეთესო ასეულში პირველ ადგილზე გავიდა.
1989 წელს სიმღერა Like a Prayer-ისთვის გადაღებულმა მუსიკალურმა ვიდეომ სკანდალი გამოიწვია, ხოლო ვატიკანმა იგი კათოლიკური სიმბოლიზმისა და ეროტიზმის "მკრეხელური" სინთეზისთვის დაგმო.
1989 წელს სიმღერა Like a Prayer-ისთვის გადაღებულმა მუსიკალურმა ვიდეომ სკანდალი გამოიწვია, ხოლო ვატიკანმა იგი კათოლიკური სიმბოლიზმისა და ეროტიზმის "მკრეხელური" სინთეზისთვის დაგმო.


1989 წლის დასაწყისში მადონამ გამაგრილებელი სასმელების მწარმოებელ კომპანია "პეპსისთან" გააფორმა კონტრაქტი, რომლის თანახმადაც, მსმენელს მადონას ახალი სიმღერა "Like a Prayer" პირველად "პეპსის" სარეკლამო რგოლში უნდა მოესმინა, სადაც თავად მომღერალიც გამოჩნდებოდა. ამ სიმღერაზე მადონამ, რა თქმა უნდა, სრულიად სხვა მუსიკალური ვიდეოც გადაიღო, რომელთანაც "პეპსის" არავითარი საერთო არ ჰქონდა. სარეკლამო რგოლი სულაც არ ყოფილა სკანდალური, მაგრამ, სამაგიეროდ, სიმღერის მუსიკალურმა ვიდეომ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ვიდეოს პრემიერა ამერიკის მუსიკალურ ტელეარხ MTV-ს ეთერში შედგა. მასში გამოყენებული იყო ისეთი კათოლიკური სიმბოლოები, როგორიცაა, მაგალითად, სტიგმატა, ჯვარცმა, კრიალოსანი და ა.შ. ვიდეოში შავკანიან მამაკაცს, რომელიც თეთრკანიანი მამაკაცების მიერ განაწამები თეთრკანიანი ქალის დასახმარებლად მიდის, დანაშაულის ბრალდებით, შეცდომით აპატიმრებენ. მადონას გმირი, რომელიც კრიმინალური შემთხვევის მოწმე იყო, ხელს უწყობს უდანაშაულო პატიმრის გათავისუფლებას. მართალია, ვიდეოს მიზანი რასიზმის დაგმობა იყო, მაგრამ მადონა ცეცხლმოდებული ჯვრებისა და იესოსთან "ფლირტის" გამო მკაცრად გააკრიტიკეს. კომპანია "პეპსი" საჩივრებითა და აქციებით აიკლეს. რადგან სარეკლამო რგოლი და მუსიკალური ვიდეო ვიზუალური თვალსაზრისით მსგავსი იყო, მწარმოებელმა კომპანიამ განრისხებული საზოგადოება ვერ დაარწმუნა, რომ მათ სარეკლამო რგოლში სინამდვილეში არავითარი უხამსობა არ ყოფილა. "პეპსიმ" სარეკლამო რგოლის ჩვენება შეწყვიტა, მაგრამ მადონას თავისი 5 მილიონი დოლარი შერჩა, რადგანაც კონტრაქტი "პეპსიმ" დაარღვია და არა მომღერალმა.

1990 წელს, პოპულარული კომიქსების ეკრანიზაციაში, სახელწოდებით "დიკ ტრეისი", მადონამ ბრესლეს მაჰანის როლი განასახიერა. 1990 წლის მაისში, ფილმის გამოსვლასთან ერთად, მადონამ ალბომი "I'm Breathless" გამოუშვა, რომელშიც ფილმში ასახული 1930-იანი წლების გარემოთი შთაგონებული სიმღერები შევიდა. მათ შორის იყო ნომერ პირველი ჰაუს მუსიკის ჰიმნი "Vogue" (რომელიც პატივს მიაგებდა ჰოლივუდის ვარსკვლავებს), გერშვინისებური "Something to Remember" და სთივენ ზონდჰაიმის დაწერილი სამი სიმღერა, მათ შორის "Sooner or Later", რომელმაც "საუკეთესო ორიგინალური სიმღერის" კატეგორიაში კინოაკადემიის ჯილდო "ოკსარი" დაიმსახურა. ალბომს წარმატება ხვდა წილად ევროპაში, ავსტრალიასა და აშშ-ში და გამოსვლისთანავე, მსოფლიო მასშტაბით 5-მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა (აშშ-ში ორგზის პლატინის სტატუსი მოიპოვა). ამ ალბომს უმნიშვნელო სკანდალიც მოჰყვა სიმღერა "Hanky Panky"-ს გამო, რომლის ტექსტშიც საჯდომზე ეროტიკული მოტყაპუნების სურვილი ვლინდებოდა.

1990 წლის აპრილიდან აგვისტომდე, თავისი წარმატებული მსოფლიო ტურნეს — "Blond Ambition Tour"-ის ფარგლებში, მადონამ კონცერტები გამართა იაპონიაში, ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში, რომელსაც მუსიკალური თეატრის ტრადიციებთან ბევრი საერთო ჰქონდა. ტურნემ, რომელშიც უხვად იყო გამოყენებული რელიგიური და სექსუალური თემები და სიმბოლოები, სკანდალი გამოიწვია; განსაკუთრებით კი სიმღერა "Like a Virgin"-ის შესრულებისას, როცა ორი მოცეკვავე მამაკაცი მის სხეულს ეფერებოდა, ხოლო მადონა მასტურბაციის სიმულაციას ეწეოდა.თუმცა, სკანდალურობის მიუხედავად, დღეს ითვლება, რომ ამ ტურნემ, ზოგადად, საკონცერტო ტურნეებთან დაკავშირებით მსოფლმხედველობა შეცვალა, ხოლო მომღერლის თაყვანისმცემლებს შორის ეს ტურნე ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ შოუდ ითვლება.

1990 წლის ნოემბერში მადონამ თავისი პირველი საუკეთესო ჰიტების ნაკრები — "The Immaculate Collection" გამოუშვა, რომელშიც ორი ახალი სიმღერა შევიდა: “Justify My Love” და “Rescue Me". "Rescue Me" აშშ-ს ჰიტ-აღლუმების ისტორიაში ქალი შემსრულებლის პირველ სინგლად იქცა, რომელიც გამოსვლისთანავე მე-15 პოზიციაზე აღმოჩნდა. "Justify My Love"-ის მუსიკალური ვიდეო ჟან-ბატისტ მონდინომ პარიზის Royal Monceau Hotel-ში გადაიღო. ვიდეოს მაცდურ სცენებში მადონა თავის მაშინდელ საყვარელთან — მოდელ/მსახიობ ტონი უორდთან ერთად მონაწილეობდა. სადო/მაზო, დაბმის სცენები, გეი და ლესბოსელი პერსონაჟები და საყოველთაო სიშიშვლე საკმარისზე მეტად გულახდილი აღმოჩნდა MTV-სთვის და ხელმძღვანელობამ თავის არხზე ვიდეოს ჩვენება აკრძალა. მუსიკის ისტორიაში პირველად, "უორნერ ბრაზერს რეკორდსმა" ეს ვიდეო გამოუშვა ვიდეო-სინგლის სახით, რომელიც ყველა დროის ყველაზე წარმატებულ ვიდეო-სინგლად იქცა; ალბომი კი მთელს მსოფლიოში 22-მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა.

 
MurmannДата: Среда, 2008-07-09, 3:29 PM | Сообщение # 5
Admin
Группа: Administrators
Сообщений: 349
Репутация: 0
Статус: Offline

1991 წელს, მადონამ თავის პირველ დოკუმენტურ ფილმში — "საწოლში მადონასთან" (აშშ-ში ცნობილია, როგორც "სიმართლე თუ მოქმედება") მიიღო მონაწილეობა, რომელიც მისი 1990 წლის მსოფლიო ტურნეს — "Blond Ambition Tour"-ის ქრონიკებისგან შედგებოდა. 1992 წელს კი მომღერალმა ფილმში "მათი საკუთარი ლიგა" ითამაშა. ბეისბოლის თემატიკაზე შექმნილ ამ ფილმში მადონამ იტალიური წარმოშობის ამერიკელი მეი მორდაბიტოს როლი განასახიერა,რისთვისაც კრიტიკის დადებითი შეფასება დაიმსახურა (მისი ერთ-ერთი წარმატებული კინო-ნამუშევარი მცირეთაგან). მადონამ ფილმისთვის მთავარი სიმღერა — "This Used to Be My Playground" ჩაწერა, რომელიც აშშ-ში მომღერლის მეათე ნომერ 1-ლ სინგლად იქცა

ალბომმა "Erotica", რომელიც უმეტესწილად შეპ პეტიბონის პროდიუსერობით გამოვიდა, "პორნო" ალბომის იარლიყი დაიმსახურა, რადგან ბევრი თვლიდა, რომ ალბომის ყველა თრექი სექსუალურ თემატიკას შეიცავდა, როცა სინამდვილეში სექსუალურად დამუხტული სიმღერა ალმბომში მხოლოდ სამი იყო (თოთხმეტიდან): "Erotica", "Where Life Begins" და ";Did You Do It?". ალბომმა აშშ-ს ჰიტ-აღლუმებში მეორე ადგილი დაიკავა.მთლიანობაში კი ალბომიდან ექვსი სინგლი გამოუშვეს, რომლებიდანაც ყველაზე წარმატებული მისი მთავარი თრექი — "Erotica" იყო. ის აშშ-ს რადიოსადგურების საუკეთესო 100-ეულის ისტორიაში პირველ სინგლად იქცა, რომელიც იმთავითვე ყველაზე მაღალ პოზიციაზე მოხვდა (ნომერი ორი). სიმღერისთვის გადაღებული სკანდალური მუსიკალური ვიდეო, მისი მეტისმეტად გამომწვევი სექსუალური შინაარსის გამო, MTV-ზე მხოლოდ სამჯერ გავიდა.


1993 წლის მსოფლიო ტურნე "Girlie Show" იმ დროისთვის მადონას ყველაზე გულახდილი და სკანდალური საკონცერტო ტურნე გახდა. მასში მადონა, ტყავის მათრახით ხელში, დომინანტ ქალს განასახიერებდა. მას გარს ეხვივნენ წელსზემოთ შიშველი მოცეკვავეები, მათ შორის ლუკა ტომასინი და კერი ენ ინაბა. ტურნეს მიერ გამოწვეულ სკანდალს პუერტო რიკოში მადონას გამოსვლაც დაემატა, როცა სცენაზე მომღერალმა კუნძულის დროშა ფეხებს შორის ამოისვა, რამაც მაყურებლის უკმაყოფილება გამოიწვია,ხოლო ორთოდოქსმა ებრაელებმა პროტესტი გამოთქვეს მის პირველ შოუზე ისრაელში. მადონამ მოგვიანებით თავისი ცხოვრების ეს პერიოდი აღწერა, როგორც მის პირად ცხოვრებაში შეჭრის პასუხად სრულიად მსოფლიოსთვის გაღებული საჩუქარი, რომელსაც ასე მოითხოვდა ყველა. ამით იმედი ჰქონდა, რომ როცა ადამიანები ყველაფერს ნახავდნენ, დამშვიდდებოდნენ და კონცენტრირებას მხოლოდ მის შემოქმედებაზე გააკეთებდნენ.

მოგვიანებით, 1994 წელს, ნელი ჰუპერის და დალას ოსტინის თანაპროდიუსერობით, მადონამ თავისი მეექვსე სტუდიური ალბომი — "Bedtime Stories" გამოუშვა. იმ პერიოდში მადონა რ&ბ/როკ მომღერლის — ჯოის სადებიუტო ალბომით "Pendulum Vibe"-ით იყო შთაგონებული და ისე უყვარდა იგი, რომ პროდიუსერი დალას ოსტინი გადმოიბირა და ამ ახალ პროექტში დახმარება სთხოვა. ალბომში მადონას ხმას უფრო რ&ბ ჟღერადობა აქვს. კომერციული თვალსაზრისით, იგი წარმატებული იყო ევროპაში, ავსტრალიასა და აშშ-ში, სადაც მესამე ადგილი დაიკავა და გრემის დაჯილდოვებაზე — კატეგორიაში "საუკეთესო პოპ ვოკალური ალბომი" იყო ნომინირებული. მთავარი თრექით — "Bedtime Story", რომელიც ნაწილობრივ ბიორკთან თანამშრომლობის ნაყოფი იყო, მადონამ თითქოს მიანიშნა მომავლის მუსიკალურ ტენდენციებზე. ალბომიდან ოთხი სინგლი გამოვიდა, მათ შორის "Take a Bow", რომლის თანაავტორი და პროდიუსერი ბეიბიფეისი იყო. სიმღერას ჟურნალ "ბილბორდის" საუკეთესო 100-ულში წარმატება ხვდა წილად — შვიდი კვირის განმავლობაში ლიდერობდა, მაგრამ, ამავე დროს, ის მადონას პირველ სიმღერად იქცა, რომელიც გაერთიანებული სამეფოს ჰიტ-აღლუმების 10-ეულში ვერ მოხვდა და მხოლოდ მე-16 პოზიციას დასჯერდა. მაიკლ ჰაუსმანის მიერ ამ სიმღერისთვის გადაღებულმა ესპანური თემატიკის შემცველმა ვიდეომ კი, მოგვიანებით მადონას ფილმ "ევიტაში" მთავარი როლის მიღებაში შეუწყო ხელი

 
MurmannДата: Среда, 2008-07-09, 3:29 PM | Сообщение # 6
Admin
Группа: Administrators
Сообщений: 349
Репутация: 0
Статус: Offline

1995 წლის 7 ნოემბერს მადონამ თავისი ბალადების კრებული "Something to Remember" გამოუშვა, რომელშიც სამი ახალი თრექი შევიდა. მათ შორის იყო მარვინ გეის კლასიკად ქცეული სიმღერის — "I Want You"-ს მადონასეული ვერსია (რომელიც მან ბრიტანულ ჯგუფ "მესივ ეტეკთან" ერთად ჩაწერა) და "You'll See" (რომელიც საუკეთესო ათეულში მოხვდა). აშშ-ს ჰიტ-აღლუმებში ალბომს საუკეთესო ხუთეულში მოხვედრამდე ცოტა დააკლდა,სამაგიეროდ მას შემდეგ იგი 3-გზის პლატინის სტატუსის მფლობელი გახდა.

1996 წელს, კრიტიკოსთა აღიარების თვალსაზრისით, მადონას ყველაზე წარმატებული ფილმი "ევიტა" გამოვიდა, რომლის საუნდთრექიც მადონას მეთორმეტე პლატინის ალბომად იქცა. მასში მოგვიანებით ჰიტად ქცეული ორი სინგლი შევიდა — "Don't Cry For Me Argentina" და "You Must Love Me". ეს უკანასკნელი სპეციალურად ფილმისთვის დაიწერა და ერთ წელიწადში, ნომინაციაში "საუკეთესო ორიგინალური სიმღერა მხატვრული ფილმიდან", კინოაკადემიის ჯილდო და ოქროს გლობუსი დაიმსახურა. მადონამ თავადაც მიიღო ოქროს გლობუსი — ნომინაციაში "საუკეთესო მსახიობი მიუზიკლში ან კომედიაში", მაგრამ კინოაკადემიის ჯილდოზე წარდგენილი არ ყოფილა.

*** 1998-2002 წწ. — "დიდ სცენაზე" დაბრუნება ***
კადრი 1999 წლის MTV-ს მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოვებიდან, სადაც ლენი კრავიტცის საგიტარო აკომპანემენტის თანხლებით, მადონამ სიმღერა "Shanti-Ashtangi/Ray of Light" შეასრულა.
კადრი 1999 წლის MTV-ს მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოვებიდან, სადაც ლენი კრავიტცის საგიტარო აკომპანემენტის თანხლებით, მადონამ სიმღერა "Shanti-Ashtangi/Ray of Light" შეასრულა.

მადონას მეშვიდე სტუდიური ალბომი, 1998 წლის "Ray of Light"-ი გაჯერებული იყო პიროვნული და ღრმა შინაარსის მქონე ტექსტებით, რომელსაც თან ახლდა აღმოსავლური მოტივები, შენელებული ტემპი, ელექტრონული ჟღერადობა, კრეიგ არმსტრონგისეული სიმებიანი საკრავები და ძლიერი რეივ ელემენტები. ამ ნამუშევარმა აშშ-ს ალბომების ჰიტ-აღლუმებში მეორე პოზიცია დაიკავა, 4-გზის პლატინის სტატუსი მოიპოვა და კრიტიკოსების მაღალი შეფასება დაიმსახურა. ამ წარმატებას მხოლოდ ალბომ "Like a Prayer"-ის აღიარება თუ შეედრებოდა. კრიტიკოსები ერთხმად მიუთითებდნენ ამ ალბომზე, როგორც ერთ-ერთ ყველაზე დიდ არტისტულ მიღწევაზე. თუმცა, ერთ-ერთ თრექში შესული იოგა ტარავალის გამხსნელი ჰიმნის სანსკრიტული შლოკების რეციტალში მადონასეული გამოთქმა ბენარესელმა სანსკრიტოლოგებმა მცდარად გამოაცხადეს. ამიტომაც, მადონამ სანსკრიტული სიტყვების სწორად წარმოთქმის საფუძვლების შესწავლის მიზნით, სახელგანთქმულ სწავლულს, სანსკრიტოლოგ ვაგიშ შასტრის მიმართა. მადონა მისგან სატელეფონო გაკვეთილებს იღებდა, რასაც ორგანიზება ტელეკომპანია "ბი-ბი-სი"-მ (ლონდონი) გაუწია.

ინტერნეტ-მაღაზია "Amazon.com"-მა ალბომს "ყველაზე მდიდრული და სრულყოფილი ნამუშევარი" უწოდა, ხოლო ჟურნალმა "როლინგ სტოუნმა" მადონა და მისი თანაპროდიუსერი უილიამ ორბიტი "ისეთი პირველი მეინსტრიმ პოპ ალბომის შემქმნელებად" დაასახელა, "რომელიც წარმატებით აერთიანებდა ტექნოს ელემენტებს". იმავე ჟურნალის თქმით, "Ray of Light" მადონას "ყველაზე თამამი ალბომია", რაც კი აქამდე შეუქმნია. ალბომიდან ხუთი სინგლი გამოვიდა, მათ შორის ევროპაში ნომერ 1-ლი ჰიტი "Frozen". 1999 წლის გრემის დაჯილდოვებაზე ალბომმა სამი ჯილდო მოიპოვა და ჟურნალ "როლინგ სტოუნის" "ყველა დროის 500 საუკეთესო ალბომის" ჩამონათვალში 363-ე ადგილი დაიკავა. 2001 წელს ალბომის მთავარი სიმღერა კომპანია "მაიკროსოფტმა" Windows XP-ს წარსადგენი სარეკლამო კამპანიისას გამოიყენა.


ალბომ Ray of Light-ის წარმატება მადონამ თავისი საუკთესო ოცეულში შესული სინგლით "Beautiful Stranger" განაგრძო.ეს არის 1960-იანი წლების ბოლო პერიოდის ფსიქო-პოპ სტილში გადაწყვეტილი სიმღერა, რომელიც მან უილიამ ორბიტთან ერთად, ფილმის "ოსტინ პაუერსი: ჯაშუში, რომელმაც გამანადგურა" საუნდთრექისთვის 1999 წელს დაწერა.
"ევიტას" შემდეგ, 2000 წელს, მადონამ ფილმში "საუკეთესო მეგობარი" ითამაშა, რომელიც შემოსავლების თვალსაზრისით, წარუმატებელი აღმოჩნდა და კრიტიკოსების რისხვა დაატყდა. ფილმის საუნდთრექისთვის მან ორი სიმღერა ჩაწერა, "Time Stood Still" და ევროპის ნომერ 1-ლ ჰიტად ქცეული "American Pie" — დონ მაკლინის 1970-იანი წლების სინგლის საცეკვაო ქავერ-ვერსია.

მის მერვე სტუდიურ ალბომში "Music" მადონამ ოდნავ გადაუხვია სულიერი სიღრმეებისა და სათნოების ძიებას და საცეკვაო, პოპ და ჰაუს მუსიკის სამყაროს დაუბრუნდა. თუმცა, მისი შინაგანი სევდა, რაც ალბომ "Ray of Light"-ში იგრძნობოდა, ახალი ალბომის ისეთ სიმღერებში გამოვლინდა, როგორებიცაა "Paradise (Not for Me)", საგიტარო პარტიებით შესრულებული ქანთრისმაგვარი "Don't Tell Me" ან თუნდაც, ბალადებში, როგორიცაა "Gone". ალბომმა "Music" გამოსვლისთანავე აშშ-ს ალბომების ჰიტ-აღლუმში პირველი ადგილი დაიკავა და 1989 წლის ნამუშევრის, "Like a Prayer"-ის შემდეგ, მის პირველ ნომერ 1-ლ ალბომად იქცა. ფრანგი ჰაუს მუსიკოსის, მირვეის აჰმადზაის თანაავტორობით და თანაპროდიუსერობით შექმნილი ამ ალბომიდან სამი სინგლი გამოვიდა, მათ შორის მსოფლიოს ნომერ 1-ლი სიმღერა Music. მადონას მეუღლის, გაი რიჩის მიერ ალბომის მესამე სინგლისთვის — "What It Feels Like for a Girl" გადაღებული სკანდალური მუსიკალური ვიდეო, მასში ასახული ძალადობის გამო, მუსიკალურმა ტელეარხებმა MTV-მ და VH1-მა ერთი ჩვენების შემდეგ მოხსნეს თავიანთი ეთერიდან.
რვაწლიანი პაუზის შემდეგ, 2001 წელს მადონამ თავისი მსოფლიო ტურნე "Drowned World Tour" დაიწყო. კონცერტებმა წარმატებით ჩაიარა. ის აშშ-ს ერთ-ერთი ტელეარხითაც გადაიცა და მოგვიანებით, DVD-ის სახით, 2001 წელსვე გამოვიდა, რაც მადონას მეორე საუკეთესო ჰიტების კრებულის, "GHV2"-ის გამოქვეყნებას დაემთხვა. მომღერლის წინა კრებულისგან განსხვავებით, "GHV2"-ში არცერთი ახალი სიმღერა არ შესულა, თუმცა კლუბებს ალბომის პრომოუშენისთვის სპეციალური მეგამიქსები დაურიგდათ. 2002 წელს მადონამ დაწერა და თვითონვე შეასრულა ჯეიმს ბონდის მორიგი ფილმისთვის "მოკვდი, ოღონდ არა დღეს" მთავარი სიმღერა "Die Another Day", რომელმაც ბილბორდის საუკეთესო 100-ეულში მერვე ადგილი დაიკავა.

 
MurmannДата: Среда, 2008-07-09, 3:30 PM | Сообщение # 7
Admin
Группа: Administrators
Сообщений: 349
Репутация: 0
Статус: Offline

მადონას მეცხრე სტუდიურ ალბომს "American Life"-ს, რომლის ტექსტებშიც წამოჭრილია ამერიკული ოცნების, დიდების, წარმატების და საზოგადოებისთვის აქტუალური თემები, განსხვავებული გამოხმაურება მოჰყვა. ეს ნამუშევარი თავისუფლად შეიძლება მივიჩნიოთ მომღერლის ყველაზე გაბედულ და მუსიკალური თვალსაზრისით გამორჩეულ ალბომად, რომელშიც მადონა აქამდე უცნობი, სერიოზული ასპექტით წარმოჩნდა.

პირველი სინგლისთვის, "American Life"-ისთვის გადაღებულმა მუსიკალურმა ვიდეომ აშშ-ში სკანდალი გამოიწვია, ვინაიდან მასში მრავლად იყო ომის, აფეთქებების და დაჭრილების ამსახველი სცენები. ევროპის ტელეარხებზე ვიდეოს პრემიერამდე ერთი დღით ადრე, მადონამ მისი ეთერში გაშვება გადაიფიქრა და ალტერნატივის სახით, დამონტაჟებული ვერსია შესთავაზა, სადაც იგი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის დროშების ფონზე მღერის. აშშ-ს ჰიტ-აღლუმებში სიმღერა დიდი წარმატებით არ გამოირჩეოდა და ბილბორდის საუკეთესო 100-ეულში ოცდამეჩვიდმეტე ადგილს დასჯერდა.გაერთიანებულ სამეფოში კი, მეორე პოზიცია დაიკავა.

5-მილიონიანი ტირაჟით გაყიდული ეს ალბომი მადონას კარიერაში ყველაზე დაბალტირაჟიანი ჩანაწერი აღმოჩნდა. ალბომიდან დამატებით სამი სინგლი გამოვიდა, რომლებიც აშშ-ს ჰიტ-აღლუმებში ვერ მოხვდა, მაგრამ სამაგიეროდ ევროპის სხვადასხვა ქვეყნის საუკეთესო 10-ეულებში საპატიო პოზიციებს იკავებდნენ.

მოგვიანებით, იმავე წელს, მადონამ ბრიტნი სპირსთან, კრისტინა აგილერასთან და მისი ელიოტთან ერთად, MTV-ს მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოვების ცერემონიალზე სიმღერა "Hollywood" შეასრულა. გამოსვლის დროს, მადონამ ბრიტნის და კრისტინას ტუჩებში აკოცა, რაც მომდევნო დღეების პრესის სენსაციად იქცა. შემოდგომაზე, მადონა მიწვეული მომღერლის სტატუსით მონაწილეობდა ბრიტნი სპირსის სინგლის, "Me Against the Music"-ის ჩაწერაში.

2003 წლის შობისთვის, მადონამ გამოუშვა "Remixed & Revisited" — რემიქსების EP, რომელშიც შევიდა ალბომ "American Life"-ის სიმღერების როკ-ვერსიები და აგრეთვე, სიმღერა "Your Honesty", რომელიც 1994 წლის ალბომში "Bedtime Stories" არ შესულა. "ბილბორდის" საუკეთესო 100-ეულში ვერც ეს ალბომი მოხვდა

2004 წელს მადონამ თავისი მსოფლიო ტურნე — "Re-Invention Tour" დაიწყო, რომელიც აშშ-ში, კანადასა და ევროპაში სულ ორმოცდათექვსმეტ კონცერტს ითვალისწინებდა. ტურნე 2004 წლის ყველაზე შემოსავლიან კონცერტების სერიად იქცა და ორგანიზატორებს 125 მილიონი აშშ დოლარი მოუტანა.ტურნეს მსვლელობისას, რეჟისორმა იონას აკერლუნდმა გადაიღო დოკუმენტური ფილმი, სახელწოდებით "ერთ საიდუმლოს გეტყვით", რომლის დებიუტი MTV-ს ეთერში შედგა. 2004 წელსვე, მადონა "უორნერ მიუზიკ გრუპთან" სასამართლო გარჩევებში მონაწილეობდა, რომელთან ერთადაც ხმისჩამწერი კომპანია "მავერიკის" აქციებს ფლობდა. სასამართლო პროცესი იმით დასრულდა, რომ "უორნერ მიუზიკ გრუპმა" მომღერლის აქციების წილი შეისყიდა.[43] 2004 წელს, ჟურნალმა "როლინგ სტოუნმა" მადონას "ყველა დროის 100 საუკეთესო შემსრულებელს" შორის 36-ე ადგილი მიაკუთვნა.

2005 წლის იანვარში, მადონამ ჯონ ლენონის სიმღერის, "Imagine"-ის ქავერ-ვერსია შეასრულა, რაც აშშ-ს ტელევიზიით, საქველმოქმედო კონცერტის — "დავეხმაროთ ცუნამით დაზარალებულებს: იმედის კონცერტი"-ს ფარგლებში გადაიცა და ცუნამით დაზარალებული აზიის მოსახლეობისთვის თანხის შეკრებას ითვალისწინებდა.

მადონას მეათე სტუდიური ალბომი, 2005 წლის გრემის მფლობელი "Confessions on a Dance Floor", რომლის გაყიდვებმა 8 მილიონი შეადგინა, საცეკვაო სიმღერების უწყვეტი მუსიკალური მიქსის სახით გამოვიდა. მასში შესული იყო 1970-იანი წლების და თანამედროვე საცეკვაო მუსიკიდან ნასესხები ელემენტები. 1998 წლის "Ray of Light"-ის შემდეგ, ეს იყო პირველი ალბომი, რომელსაც ასეთი დადებითი გამოხმაურება მოჰყვა.კრიტიკოსების თქმით, ეს ჩანაწერი ცხადყოფს, რომ მომღერალი "American Life"-ის შემდეგ, ფორმაში ჩადგა. ალბომიდან ოთხი სინგლი გამოვიდა: "Hung Up" ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სინგლი გახდა, რომელმაც პირველი პოზიცია რეკორდულ, 41 ქვეყნის ჰიტ-აღლუმში დაიკავა. ამ სიმღერით მადონამ 2006 წლის გრემის დაჯილდოვება გახსნა, სადაც აკომპანემენტს კომპიუტერით შექმნილი ჯგუფი "გორილაზი" უწევდა. მოგვიანებით, გაერთიანებულ სამეფოში სიმღერა "Sorry" მადონას მეთორმეტე ნომერ 1-ლი ჰიტი გახდა, რაც ბრიტანული ჰიტ-აღლუმების ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელი იყო სოლო მომღერალი ქალისთვის. მესამე სინგლი, "Get Together" გაერთიანებული სამეფოს საუკეთესო 10-ეულში მოხვდა, ხოლო აშშ-ში მის ოცდამეთექვსმეტე საცეკვაო ნომერ 1-ლ ჰიტად იქცა ("ბილბორდის" ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელი ერთ მომღერალზე), მაგრამ ბილბორდის სინგლების საუკეთესო 100-ეულში ვერ მოხვდა. მეოთხე და ბოლო სინგლი ამ ალბომიდან იყო სიმღერა "Jump", რომელმაც გაერთიანებული სამეფოს ჰიტ-აღლუმებში მეცხრე პოზიცია დაიკავა. "Forbidden Love"-მა, იმის მიუხედავად, რომ იგი არ ყოფილა ოფიციალურად გამოსული, თაყვანისმცემლის გაკეთებული ვიდეოს წყალობით, ასევე პოზიტიური გამოხმაურება დაიმსახურა. კლიპის ნახვა როგორც ინტერნეტში, ისე რამდენიმე იაპონურ ტელეარხზეა შესაძლებელი. 2006 წლის ბოლოსთვის, მადონა იბეროამერიკის ქვეყნებში ყველაზე პოპულარულ საერთაშორისო შემსრულებლად აღიარეს.


2006 წლის ზაფხულში, მადონამ ხელი მოაწერა კონტრაქტს, რომლის თანახმადაც, ის H&M-ის სახე გახდა. კონტრაქტი მადონას დიზაინით დამზადებული სპორტული ტანსაცმლის გამოშვებასაც ითვალისწინებდა. მომდევნო წელს "მადონასეული M" აშშ-ში და მის გარეთ გავრცელდა.გამოსვლიდან პირველ კვირას, ტანსაცმლის ხაზმა 15 მილიონიანი მოგება მოიტანა. ეს ხაზი იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ კომპანიამ 2007 წლის ბოლოსთვის მადონას მეორე და მესამე ხაზის დამზადება შეუკვეთა.

მადონას Confessions Tour 2006 წლის ბოლოს დაიწყო. კონცერტების სერიამ ორგანიზატორებს 260 მილიონი დოლარი მოუტანა და ისტორიაში ქალი შემსრულებლის მიერ გამართულ ყველაზე შემოსავლიან ტურნედ დასახელდა. კონცერტებს, მსოფლიოს მასშტაბით, 1,2 მილიონი ადამიანი დაესწრო.ტურნეს სკანდალის გარეშე არც ამჯერად ჩაუვლია — მადონამ თავისი სიმღერის, "Live to Tell"-ის წარმოდგენისას ისეთი რელიგიური სიმბოლოები გამოიყენა, როგორებიცაა ჯვარცმა და ეკლის გვირგვინი. ტურნე მე-60 კონცერტით, 2006 წლის 21 სექტემბერს ტოკიოში დასრულდა. 2007 წლის იანვარში კი კონცერტის ამსახველი CD+DVD "The Confessions Tour — Live from London" გამოვიდა.

2006 წლის ოქტომბერში, "მალავის დახმარების პროგრამის" ფარგლებში, მის მიერ დაარსებული ობოლ ბავშვთა სახლის მშენებლობლობაში დასახმარებლად, მომღერალი მალავიში გაემგზავრა. იქ ყოფნისას, მან შვილად აიყვანა მალაველი ბიჭი, სახელად დევიდი.
2007 წლის 16 მაისს გამოვიდა მადონას სიმღერა "Hey You", საქველმოქმედო კონცერტის — Live Earth-ის მხარდასაჭერად.[ ამჟამად მადონა თავის პირველ ფილმს "სიბილწე და სიბრძნე" იღებს. პარალელურად, ახალ ალბომზე მუშაობს, რომელიც 2007 წლის ნოემბრისთვის უნდა გამოვიდეს. მადონას შემოქმედებითი მოღვაწეობის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი სპეციალური სამი CD და ორი DVD, რომელიც მუყაოს ყუთში იქნება მოთავსებული, 2007 წლის ოქტომბრისთვის გამოვა. მადონა ასევე მუშაობს დოკუმენტურ ფილმზე, რომელიც მალავის მოსახლეობის პრობლემებსა და გასაჭირზე მოგვითხრობს. მომღერალმა თავისი სიმღერა "Hey You" 2007 წლის 7 ივლისს ლონდონის უემბლის სტადიონზე მოწყობილ კონცერტზე შეასრულა, რომელიც Live Earth-ის ფარგლებში გაიმართა.

 
LOVELYДата: Четверг, 2008-07-10, 9:04 PM | Сообщение # 8
Private
Группа: Users
Сообщений: 18
Репутация: 0
Статус: Offline

2008 წლის 17 მარტს გამოვიდა მადონას ახალი სიმგლი 4 minutes რომელიც ჩაწერა ჯასტინ ტიმბელეიკთან ერთად. სულ რამდენიმე ხანში სინგლი მოექცა ძალიან ბევრი ქვეყნის მუსიკალური ჩარტების სათAვეში..

2008 წლის 29 აპრილს გამოვიდა მადონას რიგით 11-ე სტუდიური ალბომი, სახელწოდებით Hard Candy, რომელშიც ერთად არის შერწყმული დენსპოპი, ელექტროპოპი, ჰიპ-ჰოპი, ალტერნატიოული ჰიპ-ჰოპი, პოპ-რეპი და R&B-ი. ალბომის პროდიუსერები: მადონა, ფარელი, ჯასტინი, ტიმბალანდი, დეინჯა,ჰანონ ლეინი და დემო კასტელონი.

Vocals: Madonna
track 2: Vocals by Madonna, Justin Timberlake and Timbaland
track 8: Rap by Kanye West
Additional Vocals: Pharrell Williams
tracks 5, 9, 11, 12: Background Vocals: Justin Timberlake
Recorded by Spike Stent, Andrew Coleman and Alex Dromgoole at Sarm Studios, London
Recording Assistants: Graham Archer and Nate Herwick
Mixed by Spike Stent and Andrew Coleman at the Record Plant, CA
Engineered by Andrew Coleman
tracks 2, 5, 11, 12: Recorded by Marella "Ms. Lago" Araica and Demacio "Demo" Castellon
Programmed and Mixed by Demacio "Demo" Castellon
Assistant Engineers: Julian Vasquez, Vadim Chislov, Graham Archer and Fareed Salamah
SCE Assistants: José and Joseph Castellon
track 9: Recorded by Demacio "Demo" Castellon
Guitars: Justin Timberlake, Dan Warner, Wendy Melvoin, Darrell Pearson and Monte Pittman
Keyboards: Hannon Lane and Danja
Drums: Timbaland
Bass: Darrell Pearson
Scratching: DJ Demo
Protools Editing: Ron Taylor
Strings: Stevie Blacke
Mastered by Chris Gehringer at Sterling Sound
Photography by Steven Klein
Art Direction by Giovanni Blanco
Management: Guy Oseary

 
  • Страница 1 из 1
  • 1
Поиск: