[ New messages · Members · Forum rules · Search · RSS ]
  • Страница 1 из 1
  • 1
Модератор форума: Murmann  
რელიგია, ეთნოსი და ოჯახი
MurmannДата: Среда, 2008-07-09, 3:31 PM | Сообщение # 1
Admin
Группа: Administrators
Сообщений: 349
Репутация: 0
Статус: Offline
რელიგია, ეთნოსი და ოჯახი

მადონას უთქვამს, რომ კათოლიკურმა აღზრდამ მის ცხოვრებასა და კარიერაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. მომღერალს სხვადასხვა დროს ასევე აღუნიშნავს, რომ დედის უდროო გარდაცვალებამ წარუშლელი კვალი დატოვა მასზე მოზარდობის და ზრდასრულ ასაკში. სახელი "მადონა" კათოლიკურია და ქალწული მარიამიდან მომდინარეობს, რომელსაც რომის კათოლიკური ეკლესია ხშირად მოიხსენიებს, როგორც "მადონას". მომღერლის თქმით, მისი სახელი "ძალიან იტალიურია", იმის მიუხედავად, რომ მას ეს სახელი ფრანგული წარმოშობის კანადელი დედის პატივსაცემად დაარქვეს. სახელი "მადონა" ორი იტალიური სიტყვის — "ma"-ს, იტალიური "mia"-ს ვარიაცია (ნაცვალსახელ "ჩემი"-ს კონტექსტუალური ფორმა) და "donna"-სგან შედგება, რაც მთლიანობაში სიტყვასიტყვით ითარგმნება, როგორც "ჩემი ქალბატონი".

მადონას კათოლიკური აღზრდა და მშობლებისადმი დამოკიდებულება აისახა 1989 წლის ალბომში "Like a Prayer", სადაც შესულია სიმღერები მშობლებისა და კათოლიკური აღზრდის შესახებ. ალბომის მთავარი სიმღერისთვის გადაღებულ ვიდეოში ისეთი კათოლიკური სიმბოლოები იყო გამოყენებული, როგორიცაა სტიგმატა და ჯვარცმა, როგორც მთავარი რელიგიური აქსესუარი ვიდეოს ეკლესიის და მოგვიანებით, მის "Confessions Tour"-ის სასცენო დეკორაციაში. სიმღერა "Promise to Try" მოგვითხრობს მის სევდას დედის მოგონებებთან დაკავშირებით, ხოლო "Oh Father" გვიამბობდა მკაცრ მამაზე, რომელმაც თავის შვილს შიში ჩაუნერგა. "Virgin Tour"-ის მსვლელობისას, მადონას ყელზე კრიალოსანი ეკეთა. მუსიკალურ ვიდეოში "La Isla Bonita" მადონა კრიალოსანით ხელში ლოცულობს.

მადონამ თავის იტალიურ წარმოშობაზე მინიშნება არაერთხელ გააკეთა თავის ნამუშევრებში. სიმრერა "Like a Virgin"-ის ვიდეო გადაღებულია ვენეციაში, იტალია. ვიდეო კლიპში "Open Your Heart" ბოსი მას იტალიურ ენაზე უყვირის, ხოლო "Papa Don't Preach"-ის ვიდეოში მადონას აცვია მაისური, რომელსაც აწერია სლოგანი: "იტალიელებს უკეთ გამოსდით".

მადონას "Who's That Girl Tour"-ის ვიდეოჩანაწერი, სახელწოდებით "Ciao Italia! — Live From Italy", ძირითადად, ტურინშია, იტალია გადაღებული. მასში სიმღერა "Papa Don't Preach"-ის შესრულებისას, მადონას უკან, ეკრანზე პაპის გამოსახულება ჩნდება. იტალიურ ენაზე "Papa" ნიშნავს "პაპს". 2005 წელს გადაღებულ დოკუმენტურ ფილმში "ერთი საიდუმლო უნდა გითხრა", მადონა ხუმრობით აღნიშნავს, რომ მას "დიდი, მსხვილი, იტალიური ბარძაყები" აქვს.

1988 წელს, იტალიის ქალაქ პაჩენტროს მესვეურებმა გადაწყვიტეს, რომ თავიანთ ქალაქში კორსეტში გამოწყობილი მადონას 4 მეტრის სიმაღლის ქანდაკება დაედგათ. ამ ქანდაკებით სურდათ, რომ პატივი მიეგოთ მადონას ზოგიერთი წინაპრისთვის, რომლებიც ქალაქ პაჩენტროში ცხოვრობდნენ.

 
MurmannДата: Среда, 2008-07-09, 3:36 PM | Сообщение # 2
Admin
Группа: Administrators
Сообщений: 349
Репутация: 0
Статус: Offline
ადრეული ურთიერთობები და პირველი ქორწინება

1970-იანი წლების ბოლოს და 1980-იანი წლების დასაწყისში მადონა ხვდებოდა დენ გილროის, რომელთანაც ჯგუფი "ბრეკფასტ კლაბი" ჩამოაყალიბა. ადრეულ 1980-იან წლებში მადონა ასევე ხვდებოდა მუსიკოს სტივენ ბრეის, რომელიც მოგვიანებით ისეთი სიმღერების თანაპროდიუსერი გახდა, როგორებიცაა Into the Groove და Express Yourself, მომღერალ ჟან-მიშელ ბასკიას, დიჯეის და მუსიკალურ პროდიუსერ მარკ კამინს და მუსიკოსს ჯელიბინ ბენიტესს, რომელიც მადონას სადებიუტო ალბომის, "Madonna"-ს პროდიუსერი და არანჟირების ავტორი იყო.

1985 წელს, სიმღერა "Material Girl"-ისთვის ვიდეოს გადაღების დროს, მადონამ შონ პენთან შეხვედრა დაიწყო. იმავე წელს, მადონას ოცდამეექვსე დაბადების დღეზე წყვილი დაქორწინდა. მათი ურთიერთობის გაფუჭება პენის მხრიდან პრესის წარმომადგენლებზე ხშირმა თავდასხმებმა გამოიწვია, რის გამოც წყვილს "შხამიანი პენები" შეარქვეს. 1987 წელს, განქორწინების შესახებ სარჩელის შეტანის შემდეგ, მადონა და შონი 1988 წლის ახალი წლის ღამეს დაშორდნენ. პენს ბრალად მეუღლის შეურაცხყოფა ედებოდა. ისინი ოფიციალურად 1989 წლის სექტემბერში განქორწინდნენ. მოგვიანებით, ჟურნალ "ტატლერთან" ინტერვიუში, შონ პენთან ქორწინებაზე მადონამ განაცხადა: "მე თავიდან ბოლომდე საკუთარი კარიერით ვიყავი დაკავებული და არანაირი სულგრძელობისთვის არ მეცალა."

განქორწინების შემდეგ, დედობა და ხელახალი ქორწინება

1989 წელს შონ პენთან ოფიციალური განქორწინების შემდეგ, მადონამ უორენ ბიტისთან გახმაურებული ურთიერთობა დაიწყო, რომელიც 1989 წლის დასაწყისში, ფილმ "დიკ ტრეისი"-ზე მუშაობისას გაიცნო. 1990 წლის მაისში მათი დანიშვნის შესახებ ჭორების მიუხედავად, წყვილის ურთიერთობა იმავე ზაფხულს დასრულდა. 1991 წელს, ჟურნალ "ვენითი ფეართან" ინტერვიუში, მადონამ აღნიშნა: "რომ მეკითხა, 'უორენ, მართალია, რომ ამ გოგოს ერთი წელი დასდევდი', ის მიპასუხებდა — 'კარგი რა, ტყუილია'. უნდა მცოდნოდა. რეალობის შეგრძნება მღალატობდა, მაგრამ იმ დროს ხომ ყველას გონია, რომ ერთადერთია".

1990 წლის ბოლოს, მადონა ახალგაზრდა ბისექსუალ მოდელს და პორნო ვარსკვლავს — ტონი უორდს ხვდებოდა, რომელმაც სიმღერებისთვის "Cherish" (1989 წ.) და "Justify My Love" (1990 წ.) გადაღებულ მუსიკალურ ვიდეოებში მიიღო მონაწილეობა. მათი ურთიერთობა 1991 წლის დასაწყისში დასრულდა. ამის შემდეგ დაიწყო 8-თვიანი ურთიერთობა რეპერ ვანილა აისთან,რომლის ფოტოებიც მოგვიანებით მადონას წიგნში "სექსი" შევიდა.

1992 წელს მადონა მსახიობ ჯონ ინოს და თავისი პირადი დაცვის წევრს — ჯეიმს ოლბრაითს ხვდებოდა, ხოლო 1994 წელს კალათბურთელ დენის როდმანთან ოთხთვიანი რომანი ჰქონდა.

1994 წლის სექტემბერში, ნიუ იორკის სენტრალ პარკში სეირნობისას, მადონამ ფიტნეს-ინსტრუქტორი — კარლოს ლეონი გაიცნო, რომელიც მომღერლის პირადი ინსტრუქტორი და საყვარელი გახდა. 1996 წლის 14 ოქტომბერს, ლოს ანჯელესში, კალიფორნია მადონას მისგან ქალიშვილი — ლურდეს მარია ჩიკონე ლეონი შეეძინა. წყვილის ურთიერთობა 1997 წელს დასრულდა,ხოლო მადონა შემდეგ ენდი ბერდს ხვდებოდა, რომელმაც მათი თვრამეტთვიანი ურთიერთობის შესახებ ყველა დეტალი პრესას 2000 წლის დასასრულს/2001 წლის დასაწყისში მიჰყიდა.

2000 წლის 11 აგვისტოს, ლოს ანჯელესში, კალიფორნია, მადონას შეეძინა ვაჟი — როკო ჯონ რიჩი — გაი რიჩისგან, რომელიც მომღერალმა საერთო მეგობრების — სტინგისა და მისი მეუღლის, ტრუდი სტაილერის საშუალებით გაიცნო.2000 წლის 22 დეკემბერს მადონამ და რიჩიმ შოტლანდიაში იქორწინეს. მადონა ამჟამად ლონდონის მერილებონის რაიონსა და უილთშირის მამულში, რიჩისთან და მათ შვილებთან ერთად ცხოვრობს.

2007 წლის მარტში გამომცემლობა "Crown Publishing"-მა უარი თქვა 5 მილიონ დოლარად შეფასებული წიგნის გამოცემაზე მადონასა და რიჩის შესახებ, რომლის ავტორიც მელისა დიუმა — მადონას შვილების ძიძა იყო. ცნობილია, რომ წიგნი მადონასა და მისი მეუღლის ცივ ურთიერთობებზე მოგვითხრობდა. დიუმას თქმით, წყვილს ფულისა და ქრონიკული დიეტის მეტი არაფერი აინტერესებდა.

 
  • Страница 1 из 1
  • 1
Поиск: