[ New messages · Members · Forum rules · Search · RSS ]
  • Страница 1 из 1
  • 1
Модератор форума: Murmann  
კაბალას ცენტრი
MurmannДата: Среда, 2008-07-09, 3:40 PM | Сообщение # 1
Admin
Группа: Administrators
Сообщений: 349
Репутация: 0
Статус: Offline
კაბალას ცენტრი

1990-იანი წლების დასასრულს, მადონა "კაბალას ცენტრის" და მისი სკანდალისტი ხელმძღვანელის, რაბინ ფილიპ ბერგისა და მისი მეუღლის, კარენის სწავლების ერთგული მიმდევარი გახდა. მადონა და მისი მეუღლე გაი რიჩი კაბალას გაკვეთილებს ესწრებოდნენ. როგორც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა აღნიშნეს, წყვილმა იუდაიზმთან დაკავშირებული კაბალისტური მოძრაობის რამდენიმე ასპექტი გაიზიარეს. მედიის თანახმად, მადონამ ბიბლიური ესთერის სახელი მიიღო და მილიონობით დოლარი შეწირა კაბალას ცენტრებს ლონდონში, ნიუ იორკსა და ლოს ანჯელესში. მომღერალმა პარასკევობით საკონცერტო გამოსვლებზე უარი თქვა, ვინაიდან ამ დღეს ებრაული შაბათი იწყება. მადონამ დაიწყო წითელი სამაჯურის ტარება და კაბალას ცენტრის სხვა წევრებთან ერთად, ებრაული დღესასწაულების აღსანიშნავად, ის ისრაელს ესტუმრა. მომღერალი კერძო გაკვეთილებსაც იღებს რაბინ ეითან იარდენისგან, რომლის ცოლიც — სარა იარდენი კაბალას ცენტრთან არსებულ, მადონას საყვარელ საქველმოქმედო პროექტს — "სულიერება ბავშვებისთვის" ხელმძღვანელობს.გავრცელებული ინფორმაციით, მადონამ ახალი კაბალისტური საბავშვო სკოლის ფონდს 21 მილიონი აშშ დოლარი შეწირა.

უახლესი ალბომის — "Confessions on a Dance Floor"-ის გამოსვლამდე ცოტა ხნით ადრე, მადონა კიდევ ერთ სკანდალში გაეხვია. ისრაელელმა რაბინებმა მადონა გაკიცხეს და მისი სიმღერა "Isaac" (რომელიც ალბომში რიგით მეათეა) დაგმეს, ვინაიდან ისინი თვლიდნენ, რომ ეს სიმღერა ყველა დროის უდიდეს კაბალისტს — რაბინ ისააკ ლურიას, იგივე იცხაკ ლურიას (1534-1572 წწ.) ეძღვნებოდა. ებრაული კანონის თანახმად, ყოველგვარი მოგების მიზნით, წმინდა რაბინების სახელების გამოყენება აკრძალულია. ინტერვიუებში მადონამ სიმღერას "The Binding of Isaac" (ისააკის გაკოჭვა) უწოდა და სწორედ ეს გახდა მითქმა-მოთქმის მიზეზი. გაუთავებელი ბრალდებების მიუხედავად, მადონა ამტკიცებდა, რომ სიმღერა ისააკ ლურიას შესახებ არ ყოფილა; სათაურისთვის ვერსიის უქონლობის გამო, კომპოზიციას "Isaac" ისრაელელი მომღერლის, იცხაკ (ისააკ) სინვანის პატივსაცემად დაარქვა, რომელიც მადონასთან ერთად, ამ სიმღერაში იემენურ-ებრაულ პარტიას ასრულებს. "ალბომი ჯერ არ გამოსულა და საიდან იციან ებრაელმა სწავლულებმა, რის შესახებაა ჩემი სიმღერა? ისააკ ლურიას შესახებ იმდენი ცოდნა არ მაქვს, რომ მასზე სიმღერა დავწერო. თუმცა, სწავლის დროს, მასზე ცოტა რამ წამიკითხავს," — აღნიშნა მომღერალმა.

მადონას ხშირად ღიად დაუცავს კაბალისტური სწავლება, მაგალითად:
“ ვერ ვიტყვი, რომ რვა წლის მანძილზე კაბალას შესწავლა შეიძლება გატაცებად ან მოდად ჩაითვალოს. შეიძლება არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამ სწავლებით მხოლოდ იმიტომ დაინტერესდნენ, რომ მათ ეს მოდურად მიაჩნიათ. თუმცა, გარწმუნებთ, კაბალას შესწავლა ძალიან რთული საქმეა. ის დიდ ძალისხმევას, კითხვას, დროს, კონცენტრირებას და დისციპლინას მოითხოვს

ბი-ბი-სი-სთან ინტერვიუში მადონამ განაცხადა, რომ მისი აზრით, კაბალასგან განსხვავებით, ქრისტიანობა ულმობელია მათ მიმართ, ვისაც კითხვები უჩნდება. მადონას იმ ოპონენტების წინააღმდეგაც გაულაშქრავს, ვისაც უთქვამს, რომ კაბალა მისი მიმდევრებისთვის ფულის გამოძალვის საშუალებააო.

 
  • Страница 1 из 1
  • 1
Поиск: