Mamakacebis survilebi :D
|
|
Murmann | Дата: Понедельник, 2008-09-15, 8:55 PM | Сообщение # 1 |
Admin
Группа: Administrators
Сообщений: 349
Репутация: 0
Статус: Offline
| 1, წესით, ყველა ადამიანს აქვს პირველი ხარისხის მოთხოვნილება (ჭამოს, დალიოს, გამრავლდეს...) და მეორე ხარისხის მოთხოვნილება (თვითრეალიზაცია, მეგობრობა, სიყვარული...). მამაკაცებს პირველი ხარისხის მოთხოვნილება მკვეთრად შემოსაზღვრული აქვთ - ჭამოს! აი, ეს არის მათი უმთავრესი მოთხოვნა. აბა, წარმოიდგინეთ, რას აკეთებს მამაკაცი, როდესაც სამსახურიდან დაღლილი მოდის? ფიქრობს მხოლოდ იმაზე, რომ სახლში მას გემრიელი ცხელი სადილი ელოდება. ხოდა, თუ თქვენ მას გემრიელად დააპურებთ, მის აზროვნებაში მეორე ხარისხის მოთხოვნილებებისთვისაც გაჩნდება ადგილი, ამ დროს კი გრძნობების მოზღვავებაც მთელი ძალით იქნება შესაძლებელი.
|
|
| |
Murmann | Дата: Понедельник, 2008-09-15, 8:56 PM | Сообщение # 2 |
Admin
Группа: Administrators
Сообщений: 349
Репутация: 0
Статус: Offline
| 2, ბუნებით მამაკაცები მებრძოლნი, აქტივისტები, მონადირენი არიან. ისინი იბრძვიან იშოვონ ფული, წყვეტენ გლობალურ პრობლემებს. მათ ცხოვრებას ხშირად სასტიკი რითმი აქვს. სწორედ ამიტომ ყველა მამაკაცს ღრმად გულში სურს ჰქონდეს თბილი სახლი, სადაც მივა და დაივიწყებს ყველა პრობლემას. აი რატომ მოსწონთ მამაკაცებს ქალები, რომლებიც პრობლემებს არ ახვევენ. 3, რაც არ უნდა სკეპტიკურად აღვიქვავდეთ ამას ქალები, ყველა მამაკაცს ერთი დიდი სურვილი აქვს, დატოვოს კვალი, ყავდეს საკუთარი გვარის გამგრძელებელი. როგორი თავქარიანი და მექალთანეც არ უნდა იყოს მამაკაცი, გარკვეულ ასაკში მაინც დაფიქრდება იმაზე, რომ სჭირდება შვილი - უმჯობესია ბიჭი. ოღონდ ეს ისე არ გაიგოთ თითქოს მამაკაცი ამ შვილის აღზრდაზე ოცნებობს
|
|
| |
Murmann | Дата: Понедельник, 2008-09-15, 8:57 PM | Сообщение # 3 |
Admin
Группа: Administrators
Сообщений: 349
Репутация: 0
Статус: Offline
| 4, და იმისათვის, რომ კვალი დატოვოს საჭიროა სექსი, ქალის აზრით მამაკაცისთვის სექსი ერთადერთი სურვილია, ეს როგორც უკვე ვნახეთ ესე არ არის. თუმცაღა, მას სექსი ქვეცნობიერადაც ძალიან ესაჭიროვება. მამაკაცი, რომელსაც დიდი ხანია არ ქჰონია სექსი, არის გაღიზიანებული, გაბოროტებული, ჩხუბობს. ამიტომ უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენს მამაკაცს ეს პუნქტი არ მოაკლდეს. 5,მამაკაციც ჩვეულებრივი ადამიანია და ის ისევე, როგორც ქალი ცდილობს ფორმაში იყოს ყოველთვის. თვალყურს ადევნებს საკუთარ გარეგნბას. ეს ყველაფერი თვითდამკვიდრების სურვილით არის გამოწვეული. მამაკაცს სურს გამოჩნდეს ძლიერი, ცდილობს ავარჯიშოს და განავითაროს სხეულის კუნთები, ზოგი საბრძოლო ხელოვნებასაც კი ეუფლება. 6, უძველესი დროიდან მამაკაცებში ჩადებულია ბრძოლის ინსტიქტი, ჯერ მიწებისთვის იბრძოდნენ, მერე ქალისთვის... მიზეზი დღემდე უთვალავია. ბრძოლის სურვილს კი ხშირად ისინი ძალადობამდე მიჰყავს.
|
|
| |
Murmann | Дата: Понедельник, 2008-09-15, 9:00 PM | Сообщение # 4 |
Admin
Группа: Administrators
Сообщений: 349
Репутация: 0
Статус: Offline
| 7.ინტელექტუალური აიწონა. ცალკე პუნქტად მინდა გამოვყო მამაკაცის სურვილი - იყოს ქალზე ჭკვიანი. სწორედ ამიტომ მამაკაცი ცდილობს კარგად ერკვეოდეს პოლიტიკაში, ეკონომიკაში, ტექნიკაში, არა მარტო ერკვეოდეს, არამედ აღმზრდელობითი ტონით აგიხსნას კიდევაც მისი მოქმედების შესახებ. მას უყვარს, როცა უსმენენ, ნუ დაიზარებ, აგრძნობინე, რომ ის ძალიან ჭკვიანია. 8.ქალის სითბოს და ალერსის მოთხოვნილება. როგორ მკაცრ ცხოველადაც არ უნდა გვეჩვენებოდეს ზოგიერთი მამაკაცი, შინაგანად ის პატარა ბავშვია, რომელსაც სურს, გულში ჩაიკრან და მიუალერსონ. ხშირად მამაკაცს ქალზე მეტად ესაჭიროება სითბო და ალერსი. 9.როდესაც ქალის დედობრივ სითბოზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს მამობრივი ავტორიტეტი. პატარა ბიჭისთვის აუცილებელია, ხედავდეს ძლიერ, მტკიცე ხასიათის, მამას ოჯახში. ის უნდა გრძნობდეს მის ურყევ ძალას და ნებისყოფას, რომ წარმოიდგინოს, თუ როგორი უნდა იყოს ნამდვილი მამაკაცი.
|
|
| |
Murmann | Дата: Понедельник, 2008-09-15, 9:01 PM | Сообщение # 5 |
Admin
Группа: Administrators
Сообщений: 349
Репутация: 0
Статус: Offline
| 10.და ჩვენს ჩამონათვალში ბოლო, მაგრამ არა უკანასკნელი სურვილი - სიყვარული. მამაკაცსაც ისევე როგორც ქალს, სურს გიყვარდეს, ფიქრობდე, ელოდო, გჭირდებოდეს და ზრუნავდე მასზე. 
|
|
| |