1. მომპოვებელი ადრე თუ გვიან პრაქტიკულად ყველა ქალი იწყებს ყურადღების იმაზე გამახვილებას, თუ რამდენად აქვს მამაკაცს სახლში ფულის მოიტანის უნარი. თანაც, რაც მეტი ფული მოაქვს კაცს, მით მეტს ხარჯავს ქალი, და კმაყოფილი მაინც არასდროსაა...ისეთ ნივთებს რა გამოლევს, რაზეც ფული არ გყოფნის?!
მამაკაცების უმრავლესობა აღნიშნავს, რომ ქალის სრული ფინანსური დაკმაყოფილება - შეუძლებელია.
2. სახლის პატრონი
მთავარ ადგილს ოჯახში საკუთარი თავისთვის ქალი ინახავს. ის არის მთავარი დიასახლისი. მაგრამ როგორც კი საქმე კეთილდღეობაზე მიდგება, კითხვების ადრესატი უკვე მამაკაცი ხდება. მოკლედ, ფორმულირებაში კოდური სახელწოდებით “სახლის პატრონი”, იმალება (აუცილებლად შესასრულებელი) უფასო მრავალპროფილიანი მუშის მამაკაცური როლი. ბუნებრივია, ყველა საშინაო საქმე უმაღლეს დონეზე უნდა შესრულდეს - უფასო მრავალპროფილიანი მუშა მეტსახელად “ქმარი” პროფესიონალი დურგალი, სანტექნიკოსი, მექანიკოსი, მღებავი, ხარაზი და კიდევ კაცმა არ იცის, რა აღარ უნდა იყოს
3. საყრდენი
- ქალური გაგებით, კიდევ ერთი მამაკაცური როლი. არსებითად, საუბარი იმაზეა, რომ ცხოვრებისეული პრობლემები მამაკაცმა უნდა გადაწყვიტოს. თუ ასეთი პრობლემა გარედან მოდის და თვითონ ქალისგან - არა, კიდევ შეიძლება გაუგო. მაგრამ არც ისე იშვიათად გვხვდება ისეთი სიტუაციები, როცა ქალი თვითონ ეძებს უსიამოვნებებს (“ეს პრინციპის საკითხია” ან “სწორედაც, არ უნდა გათავხედდეს”), მერე კი ელოდება, რომ ყველა ამ პრობლემას კაცი გადაწყვეტს.
უსუსური და შვილივით მოკედლებული კაციც ნორმიდან გადახრაა, საყრდენი ორივე უნდა იყოს ერთმანეთისთვის, კაცმა კაცური სიმყარე მეუღლეს არ უნდა მოანატროს.
4. შვილების მამა
ეჭვგარეშეა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი როლია. ნორმალური განვითარებისა და სოციალიზაციისთვის ნებისმიერი ბავშვს უნდა ჰქონდეს ურთიერთობა ორივე სქესთან . და, რა თქმა უნდა, სასურველია, რომ ესენი მშობლები იყვნენ. თანაც ურთიერთობა მხოლოდ საჩუქრების შეძენითა და საერთო
მოღვაწეობით (თამაში, საშინაო საქმეები - რა თქმა უნდა, თამაშის ფორმით, მოგზაურობა) და ა. შ. არ უნდა ამოიწურებოდეს... ბევრი ქალის გაგებით, მამის როლი “საფრთხობელას” ("აი, მოვა მამა, და ნახე რას გეტყვის”) ან “მაშველი რგოლის” ფუნქციას გულისხმობს ("დავიღალე, მიხედე რა ბავშვებს").
4. შვილების მამა
ეჭვგარეშეა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი როლია. ნორმალური განვითარებისა და სოციალიზაციისთვის ნებისმიერი ბავშვს უნდა ჰქონდეს ურთიერთობა ორივე სქესთან . და, რა თქმა უნდა, სასურველია, რომ ესენი მშობლები იყვნენ. თანაც ურთიერთობა მხოლოდ საჩუქრების შეძენითა და საერთო მოღვაწეობით (თამაში, საშინაო საქმეები - რა თქმა უნდა, თამაშის ფორმით, მოგზაურობა) და ა. შ. არ უნდა ამოიწურებოდეს... ბევრი ქალის გაგებით, მამის როლი “საფრთხობელას” ("აი, მოვა მამა, და ნახე რას გეტყვის”) ან “მაშველი რგოლის” ფუნქციას გულისხმობს ("დავიღალე, მიხედე რა ბავშვებს").