[ New messages · Members · Forum rules · Search · RSS ]
  • Страница 1 из 1
  • 1
გული გაუღე ახალ სიყვარულს
MurmannДата: Понедельник, 2008-09-15, 9:17 PM | Сообщение # 1
Admin
Группа: Administrators
Сообщений: 349
Репутация: 0
Статус: Offline

ძალიან ხშირად თავდაუზოგავად გადავეშვებით საქმეში და ვფიქრობთ, ამით მაინც ავანაზღაუროთ დანაკლისი. არადა ეს ჩანაცვლება შეუძლებელია. რა არის საქმე და სამსახური სიყვარულთან შედარებით?! სამსახური ხომ - ცხოვრება არაა! სიყვარული - ცხოვრებაა და სიცოცხლე! ოჯახურ ცხოვრებაში კი სიყვარული - ორის ერთი სუნთქვაა.

ცხოვრება საყვარელი ადამიანის გარეშე?! - გლოვა და ტკივილია
. ტკივილის ჩახშობა კი არ შეიძლება. არ შეიძლება მისი დამალვა საყვარელი ადამიანისგან, რომელიც წავიდა. ტკივილი გარეთ უნდა გამოვიდეს. უნდა გამოიხატოს. უნდა იტირო, იგლოვო, იყვირო, ლექსად აქციო, დახატო, მაგრამ არამც და არამც არ უნდა დაწყევლო, ბოროტი არ უნდა უსურვო, არ უნდა დაამცირო, ის იყო და ლამაზი იყო...

 
MurmannДата: Понедельник, 2008-09-15, 9:19 PM | Сообщение # 2
Admin
Группа: Administrators
Сообщений: 349
Репутация: 0
Статус: Offline
არ ღირს ყველასთვის ყველაფრის მოყოლა. სიყვარული ის არის, რაც გულში სათუთად უნდა შეინახო. არ შეიძლება ადამიანების წინაშე მისი მიწაზე დაგდება, ან გამოფენა, როგორც “მარგალიტის - ღორების წინაშე” -არ შეიძლება...

მომხდარისადმი დამოკიდებულების შეცვლაა აუცილებელი... ძალიან ხშირად, ასეთ მომენტებში სიტუაცია მცდარად აღვიქვამთ

პირველ რიგში, საყვარელი ადამიანის თავისუფლება უნდა აღიარო. შენი დატოვების თავისუფლებაც კი. თუ პატივს სცემ, როგორც პიროვნებას, როგოც თავისუფალ ადამიანს, მისი არჩევანის უფლებასაც პატივი უნდა სცე. და თუ შეძლებ, მხოლოდ ამის მიღწევაც გაანელებს ტკივილს და გაგზრდის.

მეორეც, უნდა აღიარო, რომ ეს გაკვეთილია - საკუთარი თავის შეცნობის მნიშვნელოვანი გაკვეთილი, საკუთარ თავში ისეთი თვისებების აღიარების გაკვეთილი, რომელთა არსებობასაც არასდროს უშვებდი. მაგრამ თვითგვემას ნუ შეუდგები. ადამიანი საკუთარი მიზეზით გტოვებს და არა შენი ნაკლოვანებების გამო. მხოლოდ მაშინ ღირს თვითშემეცნებითა და რეფლექსიით დაკავება, როცა ზუსტად იცი, რომ მიზეზი შენშია. თუ ზუსტად არ იცით, გასამართლების დრო არ არის.

და ბოლოს, უნდა აღიარო, რომ ცხოვრება ბედნიერებისა და ტკივილისგან, უბედურებისა და სიხარულისგან შედგება, რომ სიცოცხლე გაცილებით მეტია, ვიდრე ტკივილი... და რომ სიცოცხლე ამ ტკივილით არ მთავრდება!

ზოგი ამბობს: არ იფიქრო ტკივილზე, წინ ბევრი სიხარული გაქვსო, მაგრამ ეს მიამიტი დაიმედებაა. წინ ერთიც იქნება და მეორეც: სიხარულიცა და მწუხარებაც. მაგრამ დღევანდელი ტკივილი სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მთელი ცხოვრება ტკივილად და ტანჯვად გადაიქცევა - ცხოვრებაში ბევრი სხვა რამეც იქნება...

 
MurmannДата: Понедельник, 2008-09-15, 9:20 PM | Сообщение # 3
Admin
Группа: Administrators
Сообщений: 349
Репутация: 0
Статус: Offline
ეს კი, ეს დროს მიაქვს და დროვე აყუჩებს. ოღონდ მისი გულში ჩაკვლა არაა საჭირო, ხელოვნურად მწუხარე განწყობის შეკავება, ხუფით ჩაკეტვა და თამაში უაზრობაა. საკუთარ თავს მომხდარის გამოტირების საშუალება უნდა მისცე, და არ უნდა განაახლო ცრემლისღვრა მაშინ, როცა ის უკვე დამთავრდა. ხანდახან გეჩვენება, რომ “მარადიული სიყვარულით მიყვარდი, და მხოლოდ ტირილიღა დარჩა?” - არა. ეს სიმართლე არაა...

ადამიანის ბუნება ისეთია, რომ დროთა განმავლობაში ცრემლი შრება, ტკივილი კი სულ უფრო ნელდება. საკუთარ თავს დამშვიდების, ტკივილის დავიწყების, ხელახლა შეყვარების უფლება უნდა მისცე. და თუ პრინციპულად, დაჟინებით არ უშვებ ახალ სიყვარულს, ჩაბეჭდილი გაქვს, რომ სიყვარული მხოლოდ ერთხელ მოდის და როცა ერთი მთავრდება, მომავალს, ჯერ არმომხდარს და იქნებ ჭეშმარიტსაც სათოფეზე აღარ იკარებ - ძალიან ცდები!

ძველი და ძვირფასი გულის ანტიკვარულ საგანძურში საიმედოდ შეინახე, ახალი ჰაერი ჩაისუნთქე და ხელგაშლილი მიეგებე ცხოვრებას, საკუთარ მომავალს ზურგს ნუ შეაქცევ, ძველზე და სამუდამოდ წასულზე დარდი ხომ ცხოვრებას გპარავს და დროს გაკარგვინებს?! არ მისცე ამის უფლება, ჩაიხუტე, მოეფერე ნაჭრილობევს, მოიშუშე ნაიარევი და დაემშვიდობე!..

P.S GOOD LUCK :D

 
  • Страница 1 из 1
  • 1
Поиск: