არ ღირს ყველასთვის ყველაფრის მოყოლა. სიყვარული ის არის, რაც გულში სათუთად უნდა შეინახო. არ შეიძლება ადამიანების წინაშე მისი მიწაზე დაგდება, ან გამოფენა, როგორც “მარგალიტის - ღორების წინაშე” -არ შეიძლება... მომხდარისადმი დამოკიდებულების შეცვლაა აუცილებელი... ძალიან ხშირად, ასეთ მომენტებში სიტუაცია მცდარად აღვიქვამთ
პირველ რიგში, საყვარელი ადამიანის თავისუფლება უნდა აღიარო. შენი დატოვების თავისუფლებაც კი. თუ პატივს სცემ, როგორც პიროვნებას, როგოც თავისუფალ ადამიანს, მისი არჩევანის უფლებასაც პატივი უნდა სცე. და თუ შეძლებ, მხოლოდ ამის მიღწევაც გაანელებს ტკივილს და გაგზრდის.
მეორეც, უნდა აღიარო, რომ ეს გაკვეთილია - საკუთარი თავის შეცნობის მნიშვნელოვანი გაკვეთილი, საკუთარ თავში ისეთი თვისებების აღიარების გაკვეთილი, რომელთა არსებობასაც არასდროს უშვებდი. მაგრამ თვითგვემას ნუ შეუდგები. ადამიანი საკუთარი მიზეზით გტოვებს და არა შენი ნაკლოვანებების გამო. მხოლოდ მაშინ ღირს თვითშემეცნებითა და რეფლექსიით დაკავება, როცა ზუსტად იცი, რომ მიზეზი შენშია. თუ ზუსტად არ იცით, გასამართლების დრო არ არის.
და ბოლოს, უნდა აღიარო, რომ ცხოვრება ბედნიერებისა და ტკივილისგან, უბედურებისა და სიხარულისგან შედგება, რომ სიცოცხლე გაცილებით მეტია, ვიდრე ტკივილი... და რომ სიცოცხლე ამ ტკივილით არ მთავრდება!
ზოგი ამბობს: არ იფიქრო ტკივილზე, წინ ბევრი სიხარული გაქვსო, მაგრამ ეს მიამიტი დაიმედებაა. წინ ერთიც იქნება და მეორეც: სიხარულიცა და მწუხარებაც. მაგრამ დღევანდელი ტკივილი სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მთელი ცხოვრება ტკივილად და ტანჯვად გადაიქცევა - ცხოვრებაში ბევრი სხვა რამეც იქნება...