[ New messages · Members · Forum rules · Search · RSS ]
  • Страница 1 из 1
  • 1
L~O~V~E
MurmannДата: Понедельник, 2008-09-15, 9:30 PM | Сообщение # 1
Admin
Группа: Administrators
Сообщений: 349
Репутация: 0
Статус: Offline

სიყვარულია - როცა არც დასაწყისია და არც დასასრული...

სიყვარული - წყაროა: ფსკერს თვალს ვერასდროს მიაწვდენ, რადგან გამუდმებით ივსება.

სიყვარული - დაუსაბამო ნათელივითაა.

სიყვარულია - როცა შეუძლებელია იმის თქმა, მეტად გიყვარს თუ ნაკლებად.

სიყვარულია - როცა შეუძლებელია გათვალო, პირველია ის, მეორე, მესამე, თუ - უკანასკნელი.

სიყვარული - გალიაში არც ცოცხლობს და არც მრავლდება

სიყვარული - პრივატიზების მცდელობებისთვის ხელშეუხებელია.

სიყვარული - ყველასია, მაგრამ არავის ეკუთვნის.

სიყვარულს - ვერც გააკეთებ და ვერც შექმნი, მაგრამ ყველამ ვიცით.

სიყვარული - ისაა, რას საკუთარ თავში უნდა ეძებო და არა გარესამყაროში.

სიყვარული - არ ემატება ჩვენს ბუნებას, რადგან ის ჩვენს ბუნებაშიa იმთავითვე!

სიყვარული - დაუმსახურებლად მიღებული ჯილდოა!..

გიყვარდეს - ე. ი. სხვებისთვის უხილავ სასწაულს ხედავდე.


სიყვარული - ორის მარტოობაა უკიდეგანო სამყაროში.

“სიყვარული - მზის ბრწყინვალებაა, წვიმას კვალში რომ მიუყვება...

სიყვარული ყოველთვის ახალია, როგორც კაშკაშა მარადიული ნათელი...”


ერთი სუნთქვაა ორისთვის,

მდუმარებაა, შეხებაა, დაპირებაა.

ორის საიდუმლოა,

და თან - საიდუმლოების არარსებობა.

სიყვარული - მიტევების ხელოვნებაა.

პირველი გრძნობა, რომელიც ადამიანთან მოდის - დედის სიყვარულია, უკანაკსკნელი კი - რომელიც თან მიაქვს - ამქვეყნიური სამყაროს სიყვარული.

სიყვარული თან გდევს მთელი ცხოვრება: პირველი კოცნით

პირველი სიხარულით

პირველი განშორებითა და მწუხარებით დაწყებული

ღრმა სიბერემდე .

“მე შენ მიყვარხარ” - წამები სჭირდება ამ სიტყვების წარმოთქმას, იმის ჩვენებას კი, როგორ გიყვარს - მთელი ცხოვრება.

"იყვირებ და ყველა გაიგონებს, იჩურჩულებ და უახლოესი გაიგებს, მაგრამ მხოლოდ მე შევძლებ იმის გაგებას, რაზე დუმხარო” - ესეც სიყვარულია.

“თუ ის - პირველია, რაზეც ფიქრობ გაღვიძებისას; ერთადერთი ფიქრია - მღვიძარებისას, და უკანასკნელია, რასაც აზრი ჩაძინებმადე უტრიალებს - სიყვარულია”.

"გიყვარდეს - ე. ი. სხვის ბედნიერებაში საკუთარ ბედნიერებას პოულობდე”.

სიყვარული - ხელს ჩაგკიდებს და შენს გულს იგრძნობს.

სიყვარული საკუთარ ენაზე მეტყველებს - მზერის ენით,

ჟესტის ენით,

მდუმარე აღიარებით.

სიყვარული ყველასა და ყველაფერში მჟღავნდება.

არაფრისგან იბადება, მაგრამ ძალადობით, სიყალბითა და სიცრუით კვდება.

სიყვარული - თავისუფლებაა. თავისუფლება იყო ის, რაც ხარ, იმ ადამიანთან, რომელმაც ისეთი მიგიღო, როგორიც ხარ..

სიყვარული - ყველა დასაწყისის დასაწყისია,

ყველაფრის მშობელია სამყაროში,

ყველაფრის დამცველია,

ყველაფრის შემქმნელია,

ყველაფრის გვირგვინია დედამიწაზე და მარადისობაში!..

 
FROZENДата: Пятница, 2008-09-26, 1:02 PM | Сообщение # 2
Sergeant
Группа: Users
Сообщений: 21
Репутация: 0
Статус: Offline
:'(
 
  • Страница 1 из 1
  • 1
Поиск: